Belive

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და გრაცის "შტურმის" შემტევი ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის 2023/24 წლების სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

ქართველი ფეხბურთელისთვის, რომელსაც ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა, ეს კიდევ ერთი აღიარება გახდა, აქამდე ის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

გრაცის "შტურმის" შემადგენლობიდან ოთარ კიტეიშვილთან ერთად სამი ფეხბურთელი მოხვდა. ასევე, გუნდში, "ზალცბურგის", ვენის "რაპიდის", "ჰარტბერგისა" და "ლასკის" ფეხბურთელები მოხვდნენ.

ოთარ კიტეიშვილს გრაცის "შტურმთან" კონტრაქტი 2024 წლის 31 მაისს ეწურება, მან გუნდში ზედიზედ მეორედ თასის მოგება შეძლო და 10-წლიანი დომინაციის შემდეგ, "ზალცბურგს" ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა. ავსტრიის ჩემპიონატის 2023/24 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულ ოთარ კიტეიშვილს ინდივიდუალური თვალსაზრისითაც გამორჩეული სეზონი ჰქონდა. თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა 11 გოლის გატანა და 9 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები