"ბრუნდება ის, ვისაც შტურმის თამაშში სინათლის შეტანა შეუძლია" - კიტეიშვილმა გუნდთან ერთად ივარჯიშა
21 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა, ტრავმის შემდეგ, გრაცის შტურმთან ერთად ვარჯიში განაახლა.
"საკუთარი შეცდომები, არადამაჯერებელი სტარტი თუ გამოუყენებელი შანსები: შტურმს ჩემპიონატში საქმეები ჯერჯერობით კარგად არ მისდის. თუმცა, ახლა ბრუნდება კაცი, რომელსაც შტურმის არასტაბილურ თამაშში სინათლის შეტანა შეუძლია. ოთარ კიტეიშვილი დღეს პირველად იმყოფებოდა გუნდურ ვარჯიშზე", - წერს ავსტრიული მედია.
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანს გრაცის შტურმის შემადგენლობაში გატარებულ 8 წელიწადში 269 მატჩში 72 გოლი აქვს გატანილი და 44 საგოლე პასი გაკეთებული. ქართველ ლიდერთან ერთად, შტურმმა ზედიზედ ორჯერ ავსტრიის ჩემპიონატი და მიჯრით ორჯერ თასი მოიგო, ჩემპიონთა ლიგაზე 20 წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ დაბრუნდა და ევროპა და კონფერენს ლიგების რეგულარულ მონაწილედ ჩამოყალიბდა. ოთარ კიტეიშვილი ზედიზედ ორჯერ ავსტრიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, გასულ სეზონში კი საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.