Belive

"ინტერთან ძირითადი შემადგენლობის კანდიდატია" - საბა საზონოვი მოედანზე ბრუნდება

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და იტალიის სერია A-ს წარმომადგენელი "ტორინოს" ცენტრალური მცველი, საბა საზონოვი ტრავმის შემდეგ, მალე მოედანს დაუბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას მედია საშუალება toronews.net-ი ავრცელებს და წერს, რომ ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა უკვე სრულფასოვნად მოიშუშა.

"საბა საზონოვი "ინტერის" წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის კანდიდატია. ტრავმა, რომელმაც აიძულა იგი "ვერონასთან" შეხვედრაში მოედნიდან ნაადრევად გასულიყო, სწრაფად მოშუშდა. მან სანაკრებო პაუზის დროს ისარგებლა და სრულად გამოჯანმრთელდა.

რა თქმა უნდა, კიდევ ერთი ტრავმირებული მცველის, ბუონჯორნოს მდგომარეობაზეც ბევრი იქნება დამოკიდებული, მაგრამ თუ ის მზად არ იქნება, ჯერი საზონოვზე მიდგება. ქართველმა "ლაციოსთან" ცუდ გასვლით მატჩში კარგი შთაბეჭდილება დატოვა და დროა, რომ უწყვეტი სათამაშო დრო მიიღოს", - წერს იტალიური მედია საშუალება ქართველი ფეხბურთელის შესახებ.

საბა საზოვი ტურინულ გუნდს 2023 წლის ზაფხულში, მოსკოვის "დინამოდან" 2.75 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. 21 წლის ფეხბურთელმა ახალი გუნდის შემადგენლობაში უკვე ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სხვა სტატიები