Belive

ჯეიმს პირსი: "ლივერპული მამარდაშვილის ტრანსფერში სამომავლო ინვესტიციას ხედავს"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ინგლისელი ჟურნალისტი, ჯეიმს პირსი, რომელიც "ლივერპულის" სიახლეებს ხშირად აშუქებს, გიორგი მამარდაშვილის მერსისაიდულ გრანდში პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით საუბრობს. მისი თქმით, "წითლების" გეგმაა, რომ ქართველი მეკარე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაიბევონ და ის გუნდისთვის მრავალი წლის განმავლობაში შეუცვლელი ფიგურა გახდეს.

"როგორც გავარკვიე, ალისონი უახლოეს პერიოდში წასვლას არ აპირებს. გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი უფრო მეტად სამომავლო პროექტია და გუნდი მას, როგორც ალისონის მრავალწლიან მემკვიდრედ განიხილავს.

"ლივერპულის" ფეხბურთელები მას ძვირად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ეს გრძელვადიანი და წარმატებული ინვესტიცია იქნება", - ამბობს ბრიტანელი ჟურნალისტი.

გიორგი მამარდაშვილმა "ვალენსიასთან" ერთად 2024/25 წლების სეზონი უკვე დაიწყო და ლა ლიგის გახსნით ტურში "ბარსელონასთან" (1:2) ითამაშა. შემდეგი მატჩი "ვალენსიამ" ვიგოს "სელტასთან" სტუმრად, 23 აგვისტოს უნდა გამართოს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები