Belive

"მამარდაშვილი საუკეთესოა, მაგრამ მხოლოდ ის საკმარისი არაა" - ვალენსიური მედია

3 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ვალენსიური საფეხბურთო მედია საშუალება plazadeportiva საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ვიგოს "სელტასთან" თამაშს აფასებს.

ლა ლიგის მეორე ტურში "ბალაიდოსზე", "სელტასთან" (1:3) წააგეს, ქართველმა მეკარემ კი მასპინძელთა თილისმას, იაგო ასპასს პენალტი მოუგერია.

"გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" შემადგენლობაში "სელტასთან" მატჩში საუკეთესო გახლდათ. მან შესვენებამდე იაგო ასპასის დარტყმული პენალტი მოიგერია. მისი დამსახურებაა, რომ გუნდმა მხოლოდ 3 გოლი გაუშვა. მამარდაშვილი "ვალენსიას" საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მხოლოდ მისი შრომა საკმარისი არაა", - წერს plazadeportiva.

უახლესი ინფორმაციებით, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი "ლივერპულისთვის" განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მერსისაიდული გრანდი 23 წლის ქართველი მეკარის დამატებას და მიმდინარე სეზონში "ვალენსიაში" იჯარით განათხოვრებას აპირებს.

სხვა სტატიები