Belive

გურამ კაშია: "რეალობას უნდა დავუბრუნდეთ და ახალ მიზნებზე ვიმუშაოთ"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ჩეხეთის ნაკრებთან უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის საწყისი ტურის მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია საუბრობს.

"გულშემატკივრებში, ხალხში ძალიან პოზიტიური განწყობაა და ყველა კმაყოფილია. რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ დონეზე ჩავატარეთ, მაგრამ სრულფასოვნად კმაყოფილები არ უნდა ვიყოთ. ახალი ეტაპი იწყება, ძველი წარმატება უნდა დავივიწყოთ და ერთა ლიგას სერიოზულად მივუდგეთ. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყველა მატჩს მარტივად მოვიგებთ. ასე ნამდვილად არ არის. ასე არ უნდა ვიფიქროთ. თითქოს ისეთი გარემოა შექმნილი, რომ საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ბევრი უნდა ვიშრომოთ იმაზე, რომ ამ ჯგუფში წარმატების მიღწევა შევძლოთ.

ყოველი ოცნების მიღწევის შემდეგ, ახალი ოცნება ჩნდება. ევროპის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის სურვილი გვაქვს. გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ შესაბამისად უნდა ვიმუშაოთ.

ჩემთვის სასურველი იქნება, რომ დინამო არენაზე ვითამაშოთ, მაგრამ ამ მოცემულობაში მიხეილ მესხის სახელობის არენა ყველაზე მისაღები ვარიანტია. იმედი მაქვს, სტადიონი სავსე იქნება.

ვიცით, რომ ჩეხეთის ნაკრები ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია, აუტებსაც პირდაპირ საჯარიმოში ავწდიან, ფიზიკურად ჩვენზე მაღალი და ძლიერი გუნდია და ბევრი ორთაბრძოლის მოგება დაგვჭირდება.

ფეხბურთში წნეხი ხშირად კარგია. ჩვენი გულშემატკივრისგან ევროპის ჩემპიონატზე საოცარი მომენტები გვახსოოვს და ხშირად ვიხსენებთ, თუ რა მაგარი ზაფხული გვქონდა, მაგრამ ახლა რეალობას უნდა დავუბრუნდეთ და ახალი მიზნისკენ სიარული დავიწყოთ", - ამბობს გურამ კაშია.

საქართველოს ნაკრები ჩეხეთს 7 სექტემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები