საქართველოს თასზე მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია
3 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
7 აგვისტოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, დავით ყიფიანის სახელობის თასის 2025 წლის სეზონის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
ორი წყვილის მატჩი, რომლებიც, გუნდების ევროპული ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპებზე გამოსვლის გამო გადაიდო, 13 და 20 აგვისტოს ჩატარდება, მათი გამარჯვებულებისთვის მომავალი მეტოქე კი უკვე ცნობილია.
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4-ფინალური წყვილები ასეთია:
ტყიბულის მეშახტე - იბერია 1999/ქუთაისის ტორპედო
თბილისის ლოკომოტივი - დინამო ბათუმი
გორის დილა - სპაერი/ფოთის კოლხეთი 1913
რუსთავი - სამტრედია

მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები 23 სექტემბერსაა დაგეგმილი.