Belive

ზედიზედ მეორე მატჩი: ქოჩორაშვილი სავარაუდოდ ფეროლთან ვერ ითამაშებს

3 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი, დიდი ალბათობით, "ლევანტეს" ზედიზედ მეორე მატჩში ვერ დაეხმარება.

ესპანური მედიის ინფორმაციით, 25 წლის ქართველი ფეხბურთელი "რასინგ ფეროლთან" გასამართ მატჩში მარჯვენა ფეხის ტერფის ტრავმის გამო ვერ ითამაშებს და მიჯრით მეორე შეხვედრის გამოტოვება მოუწევს: ის "ლევანტესა" და ლა კორუნიის "დეპორტივოს" თამაშშიც არ მონაწილეობდა, რომელშიც ვალენსიელებმა სტუმრად (2:1) იმარჯვეს.

"ლევანტეს" ლა ლიგა 2-ში ჩატარებული 24 ტურის შემდეგ 42 ქულით მეოთხე პოზიცია უკავია და პლეი-ოფში გასასვლელად იბრძვის, "რასინგთან" კი 3 თებერვალს ითამაშებს, მატჩი 23:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები