Belive

"გუნდთან დაახლოებასა და გამწვავებას ცდილობდა, შემდეგი მატჩის ნახვა მოგვანდომა" - მედია კვარას დებიუტზე

3 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ-ში" სადებიუტო მატჩს francebleu საინტერესო სტატიით აფასებს და წერს, რომ საქართველოს ნაკრების ვარსკვლავმა შემდეგი მატჩის მიმართ უფრო მეტი მოლოდინი გააჩინა.

"რეიმსთან" ფრედ ნათამაშებ მატჩში (1:1), ხვიჩა კვარაცხელიამ რამდენიმე საინტერესო მოქმედება შემოგვთავაზა. მისგან საინტერესო მოძრაობები დავინახეთ: ცდილობდა, რომ თანაგუნდელებთან ადაპტირებულიყო, რამოშთან, დემბელესა და მენდეშთან მოედანზე ურთიერთგაგების ჩამოყალიბება მისი მიზანი გახლდათ.

გარდა გუნდთან დაახლოებისა, ის ხშირად ინდივიდუალურად გამწვავებასაც ცდილობდა და რამდენიმე დრიბლინგით და დარტყმითაც გამოირჩა, რაც ცხადყოფს, რომ საწყისი წუთებიდანვე საქმეს უშიშრად მიუდგა.

რა თქმა უნდა, დემბელეზე საგოლე პასზეც უნდა ვისაუბროთ. ეს ყველაზე რთულად შესასრულებელი არ გახლავთ, მაგრამ კვარამ აჩვენა, რომ შეუძლია სწორი გადაწყვეტილების მიღება ისეთ პატარა დროსა და სივრცეშიც კი, სადაც ფიქრის ბევრი საშუალება არ გრჩება.

თანაგუნდელებთან ადაპტირებისათვის დრო იქნება საჭირო, მაგრამ ესეც მოვა. არ დაგავიწყდეთ, რომ ის მხოლოდ 10 დღის წინ ჩავიდა "პსჟ-ში" და ახალ გუნდში, შედარებით განსხვავებულ ვარჯიშებში მონაწილეობის მიღება მოუხდა.

ის გარემარბია, მაგრამ როგორც ლუის ენრიკემ თქვა, მას შეტევის თითქმის ყველა პოზიციაზე თამაში შეუძლია. ამ მატჩში იმასაც დავაკვირდით, რომ ბრედლი ბარკოლას შემოსვლის შემდეგ, ცენტრში სწორედ ხვიჩა კვარაცხელიამ გადაიწია.

ამ მატჩმა გაგვიჩინა მოლოდინი, რომ სწრაფად მოვიდეს ლიგა 1-ის შემდეგი ტური და კვარას თამაში ვნახოთ, ეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასულ "ბრესტთან" კარგი ტესტი უნდა გამოდგეს", - წერს francebleu.

ხვიჩა კვარაცხელიამ "პსჟ-ს" შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრაში საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. შემდეგ მატჩს მისი გუნდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მერვე ტურში, "შტუდგარდთან" სტუმრად, გერმანიაში, 30 იანვარს გამართავს. ამ შეხვედრაში ქართველი ფეხბურთელი უეფას რეგულაციების თანახმად მონაწილეობას ვერ მიიღებს, ვინაიდან 23 წლის შემტევი "პსჟ-ს" იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა, ლიგის ფაზისას კი გუნდებს ახალი ფეხბურთელის დარეგისტრირების საშუალება არ აქვთ. პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში, ხვიჩა კვარაცხელია "პსჟ-ს" დახმარებას მოახერხებს.

სხვა სტატიები