"გუნდში მოსვლის შემდეგ საუკეთესო თამაშით სასტარტოს კანდიდატია" - იტალიური მედია გიორგი კვერნაძეზე
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
იტალიური მედია საშუალება calciofrosinone საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებისა და "ფროზინონეს" ფეხბურთელის, გიორგი კვერნაძის შესახებ სტატიას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ სამხრეთიტალიურ გუნდში გადასვლის შემდეგ მან საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
"პიზასთან" მატჩის მეორე ტაიმში, გიორგი კვერნაძემ ბრწყინვალედ ითამაშა. იტალიის ჩემპიონატში გადმოსვლის შემდეგ ეს მისთვის საუკეთესო შეხვედრა გახლავთ.
ამ მატჩში "ფროზინონეს" შემადგენლობაში ყველაზე კარგ მოთამაშეებს შორის გიორგი კვერნაძეს ადგილი უდავოდ ეკუთვნის. მან "მარტოხელა თავდამსხმელის" პოზიციაზე ითამაშა, რასაც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში აკეთებს. გიორგი კვერნაძე თამაშში ძალიან თავდაჯერებულად ჩაერთო, მეტოქე გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს თავისი ტექნიკური თამაშით ყვითელი ბარათი ააღებინა და დაცვის ხაზს საკუთარი სისწრაფის ხარჯზე უამრავი დაბრკოლება შეუქმნა.
იმის გათვალისწინებით, რომ "ფროზინონეში" მოსვლის" შემდეგ საუკეთესო თამაშს აჩვენებს და გუნდს ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე საკადრო პრობლემები აქვს, ქართველი ფეხბურთელის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსი იზრდება", - წერს calciofrosinone.
21 წლის ქართველ ფეხბურთელს 2024/25 წლების სეზონში იტალიური გუნდის შემადგენლობაში სერია B-ში 8 მატჩი აქვს ჩატარებული.