კონფერენს ლიგის პლეი-ოფში იბერია 1999-ის პოტენციური მეტოქეები ცნობილია
12 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, იბერია 1999 უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლარნეს ბარიერის დაძლევას ვერ მოახერხებს და კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს, პლეიოფში ლინკოლნ რედ იმპსისა და ომონიას წყვილში დამარცხებულს შეხვდება.
წილისყრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კონფერენს ლიგის დასკვნით შესარჩევ ფაზაში ქართული გუნდის მეტოქე მალტურ-კვიპროსულ წყვილში გაირკვევა.
იმ შემთხვევაში, თუ თბილისური გუნდი ორმატჩიან დუელში ჩრდილოეთ ირლანდიის წარმომადგენელ ლარნეს დაამარცხებს, პლეიოფის ეტაპზე პოლონურ იაგელონიასა და შოტლანდიურ გლაზგოს რეინჯერსს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
იბერია 1999 ლარნეს ორმატრჩიანი დუელის საწყის შეხვედრაში სტუმრად 4 აგვისტოს უნდა შეხვდეს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.