Belive

გრიგოლ ჩაბრაძე საქართველოს ჩემპიონატში ბრუნდება

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებში თამაშის გამოცდილების მქონე მარჯვენა მცველი, გრიგოლ ჩაბრაძე ეროვნულ ლიგაში ბრუნდება.

იბერია 1999-ს აღზრდილი 29 წლის ფეხბურთელი ირანის ჩემპიონატის წარმომადგენელ ზობ აჰანში თამაშობდა, რომლიდანაც სამშობლოში დაბრუნდა და გორის დილასთან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 9 მატჩში მონაწილეობის მიმღები ფეხბურთელი 2018 წელს იბერია 1999-ს და ორჯერ დინამო ბათუმის შემადგენლობაში ქვეყნის ჩემპიონი გახდა.

გორის დილა უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის რაუნდში ლუქსემბურგის წარმომადგენელ რასინგ ლუქსემბურგს შეხვდება. მატჩები 10 და 17 ივლისს გაიმართება.

სხვა სტატიები