ალექსანდრე იაშვილი: "ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია და მომავალშიც ასე იქნება"
4 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
2025 წლის ნოემბრის სანაკრებო პერიოდის დაწყების წინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი პრესკონფერენციის დროს სხვადასხვა თემაზე საუბრობს.
"ლოზანას მთავარ მწვრთნელთან ვილი სანიოლს კომუნიკაცია ჰქონდა. ტრავმების შემდეგ გაბრიელ სიგუას ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა უკვე კარგია, სრულად არის მზად და ნაკრებში ბრუნდება.
ხელშეკრულებაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი მხარეებს შორის არსებული ურთიერთობებია. გასათვალისწინებელია ის, თუ როგორ მუშაობს ვილი სანიოლი და მისი სტაფი. რთული მატჩები და პერიოდები ფეხბურთის ნაწილია. ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია და მომავალშიც ასე იქნება.
საუბარი ფეხბურთის ფედერაციასა და მწვრთნელებს შორის ყოველთვის არსებობს და ეს ფეხბურთის ნაწილია. ცხადია, ოქტომბრის შეკრების შემდეგ ყველანი უკმაყოფილოები ვიყავით, მენეჯმენტიც, სტაფიც და ფეხბურთელებიც. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი ვითარების გამოსწორებაა და გვჯერა, რომ გუნდი ამას შეძლებს", - ამბობს ალექსანდრე იაშვილი.
საქართველოს ნაკრები 15 სექტემბერს ესპანეთს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე უმასპინძლებს, 18 რიცხვში კი ბულგარეთს სტუმრად შეხვდება.