Belive

გრიგალაშვილი Vs. არბუზოვი | ევროპის ჩემპიონატის ფინალი - პრევიუ

2 თვის წინ ქართული სპორტი
3 წთ

23 აპრილს , მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატმა აიღო სტარტი, რომელიც 27 აპრილს, გუნდური პირველობით დასრულდება.

საქართველოს ნაკრებს განვლილი 2 საშეჯიბრო დღის შემდეგ, 2 სინჯის მედალი - ოქრო და ვერცხლი აქვს მოპოვებული, რომელიც გიორგი სარდალაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა მოიგეს.

ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს, მინიმუმ ვერცხლის მედალი გარანტიტებული გვაქვს, რადგან 25 წლის ტატო გრიგალაშვილი, ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ოქროს მედალს შეუტევს.

ევროპის ჩემპიონატის ფინალში, ტატო გრიგალაშვილის მეტოქე, რუსი - ტიმურ არბუზოვი იქნება.

ტატო გრიგალაშვილი Vs. ტიმურ არბუზოვი

ურთიერთშეხვედრები

ტატო გრიგალაშვილი რომ 81 კგ წონითი კატეგორიის ნამდვილი ლიდერია, ის ამას უკვე ბევრი წელია სტაბილურად ამტკივებს. ამ ყველაფერზე კი კარგად მეტყველებს ის ფაქტი, რომ 25 წლის ქართველი 3-გზის მსოფლიოსა და 3-გზის ევროპის ჩემპიონია.

რაც შეეხება ტატოსა და არბუზოვის ურთიერთშეხვედრებს, მათ კარიერაში ერთმანეთის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ აქვთ ნაჭიდავები - ეს ყველაფერი კი 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში შედგა, სადაც ძალიან დრამატულ და ბრწყინვალე სანახაობრივ დაპირისპირებაში გამარჯვებული ტატო გრიგალაშვილი გახდა.

იმედი ვიქონიოთ, რომ ტატო არბუზოვის დამარცხებას მეორედ, ამჯერად ევროპის ჩემპიონატის ფინალშიც შეძლებს.

ცოტა რამ ტიმურ არბუზოვის შესახებ

ტიმურ არბუზოვი 21 წლის რუსი ძიუდოისტია, რომელიც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით ასპარეზობს. მსოფლიო რეიტინგში, 81 კგ წონითი კატეგორიის მე-6 ნომერია.

მას ევროპის ჩემპიონატებზე წარმატებისთვის არ მიუღწევია, შესაბამისად 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი მისთვის ისტორიული აღმოჩნდა. ბოლო პერიოდის განმავლობაში იგი კარგ ფორმაში იმყოფება და 2025 წელს ტაშკენტის გრანდ სლემის მოგებაც შეძლო, 2024 წლის ბოლოს კი ტოკიოს გრანდ სლემის ფინალში დამარცხდა.

ტატო გრიგალაშვილის განვლილი გზა

I ეტაპი - ვლადისლავ კოლობოვი (უკრაინა)

1/8-ფინალი - იან სვობოდა (ჩეხეთი)

1/4-ფინალი - ჰრისტო ვალკოვი (ბულგარეთი)

1/2-ფინალი - ზელიმ ტცკაევი (აზერბაიჯანი)

ტიმურ არბუზოვის განვლილი გზა

I ეტაპი - გრიგორი პასევინი (სომხეთი)

1/8-ფინალი - არნო არეგბა (საფრანგეთი)

1/4-ფინალი - პეტრუ პელივანი (მოლდოვა)

1/2-ფინალი - მატიას კასე (ბელგია)

ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან, საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაიწყება.

სხვა სტატიები