Belive

გორის დილას პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი ეყოლება

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ლიგის კიდევ ერთ გუნდს უცხოელი სპეციალისტი ეყოლება. ამჯერად, გორის "დილამ" პორტუგალიელი სპეციალისტი, რუი მოტა და მისი ასისტენტი, ემანუელ რიბეირო მოიწვია.

44 წლის მწვრთნელის კარიერაში ისეთი გუნდები მოიძებნება, როგორებიც პორტუგალიური "მორეირენსე" და "ბრაგაა", ასევე ბრაზილიური "ვასკო და გამა" და თურქული "გაზიათეფი", პოლონური ვარშავის "ლეგია", ბელგიური ლიეეჟის "სტანდარტი" და ირანული "ისტიღლოლია", თუმცა ყველა მათგანში მთავარი მწვრთნელის თანაშემწე გახლდათ. ასისტენტობის შემდეგ, მთავარი მწვრთნელის რანგში ის პირველად 2023 წლის სექტემბრის შემდეგ, ხორვატული "სიბენიკის" 19-წლამდელთა გუნდს თავკაცობდა.

გორის "დილამ" ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონში მეოთხე პოზიცია დაიკავა, მაგრამ ევროპის კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრა ვერ მოახერხა.

სხვა სტატიები