Belive

საქართველო თურქეთთან დამარცხდა | ყველა ფეხბურთელის შეფასება

3 თვის წინ ფეხბურთი
3 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები საკუთარ არენაზე თურქეთის ნაკრებთან 2:3 დამარცხდა.

პირველი გოლი მე-3 წუთზე მერტ მულდურმა გაიტანა, ქერემ აქთურქოღლუმ დუბლი შეასრულა, მან გოლები 41-ე და 53-ე წუთებზე გაიტანა და თურქეთის უპირატესობა 3-ბურთიანი გახდა. 63-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა შესანიშნავი სოლო რეიდის შემდეგ ანგარიშის სხვაობა შეამცირა, საქართველოსთვის კარგი ამბავი იყო 71-ე წუთზე, როდესაც გიორგი ქოჩორაშვილის წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო ალპერ ილმაზმა წითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს. საბოლოოდ მატჩის საბოლოო ანგარიში 90+8 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ დააფიქსირა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების შეფასებები, სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:

  • გიორგი მამარდაშვილი | Sofascore - 5.9, Flashscore - 5.3, Whoscored - 5.4

  • ოთარ კაკაბაძე | Sofascore - 5.8, Flashscore - 5.7, Whoscored - 5.6

  • საბა გოგლიჩიძე | Sofascore - 6.1, Flashscore - 5.6, Whoscored - 5.8

  • გურამ კაშია | Sofascore - 6.2, Flashscore - 5.8, Whoscored - 5.4

  • ლუკა ლოჩოშვილი | Sofascore - 5.8, Flashscore - 5.0, Whoscored - 5.3

  • გიორგი წიტაიშვილი | Sofascore - 6.3, Flashscore - 6.1, Whoscored - 5.9

  • გიორგი ქოჩორაშვილი | Sofascore - 7.4, Flashscore - 7.1, Whoscored - 7.0

  • ანზორ მექვაბიშვილი | Sofascore - 6.4, Flashscore - 6.0, Whoscored - 5.9

  • ზურიკო დავითაშვილი | Sofascore - 8.3, Flashscore - 7.9, Whoscored - 8.4

  • გიორგი მიქაუტაძე | Sofascore - 6.4, Flashscore - 5.6, Whoscored - 6.0

  • ხვიჩა კვარაცხელია | Sofascore 7.8, Flashscore - 7.5, Whoscored - 8.1

  • ნიკა გაგნიძე | Sofascore - 6.6, Flashscore - 6.0, Whoscored - 6.1

  • ირაკლი აზაროვი | Sofascore - 7.1, Flashscore - 6.8, Whoscored - 6.4

  • გიორგი გულიაშვილი | Sofascore - 6.5, Whoscored - 6.0

  • გიორგი გოჩოლეიშვილი | Sofascore - 6.8, Whoscored - 6.2

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფური ეტაპის მომდევნო მატჩს, კვლავ თბილისში ბულგარეთის წინააღმდეგ ჩაატარებს, შეხვედრა 7 სექტემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები