Belive

გორდეზიანი დინამოდან იჯარით მიდის და ევროპაში ქართველის თანაგუნდელი ხდება

4 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ბოსნიურ და იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ცენტრალური ფორვარდი, ვასილიოს გორდეზიანი კარიერას ბოსნიის ჩემპიონატში გააგრძელებს.

იტალიელი ჟურნალისტი, ლორენცო ლაპორე, ასევე ბოსნიური sportsport და vijesti წერენ, რომ 21 წლის ფეხბურთელი "დინამო თბილისიდან" იჯარის წესით, ბოსნიისა და ჰეცეგოვინის ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდ "სარაევოში" ითამაშებს.

საბერძნეთში, სალონიკის "პაოკის" აკადემიაში გაზრდილი ქართველი ფეხბურთელი ბოსნიის ხუთგზის ჩემპიონს, შვიდგზის თასისა და ერთხელ სუპერ თასის გამარჯვებულს გამოსყიდვის უფლების მქონე იჯარის წესით შეუერთდება: გამოსასყიდ თანხაზე გუნდები შეთანხმდნენ და ის 250 00 ევრო იქნება.

ვასილიოს გორდეზიანს გუნდში ქართველ, გიორგი გულიაშვილთან ერთად თამაში მოუწევს, რომელიც ამ სეზონში 12 გატანილი გოლით და 4 საგოლე პასით ბოსნიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

23 წლის ფეხბურთელი "დინამო თბილისს" 2024 წლის მარტში შეუერთდა და 26 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა, ის საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრია და რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდის შემადგენლობაში 11 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები