Belive

დირკ შუსტერი: "შეცდომები გავაანალიზეთ და ქუთაისში სხვა თამაშს ვიხილავთ"

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ქუთაისის ტორპედოს მთავარი მწვრთნელი, დირკ შუსტერი, უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ომონიასთან შეხვედრის წინ საუბრობს.

"საწყის მატჩში მეტოქემ გვაჯობა და დავმარცხდით, თუმცა დაკარგული არაფერია. დაშვებული შეცდომების ანალიზისთვის ერთი კვირა გვქონდა. ამაზე ვიმუშავეთ და ვფიქრობ, ახლა სხვა თამაშს ვიხილავთ.

მჯერა გუნდის და დარწმუნებული ვარ, თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურად დაიხარჯება. გვაქვს სავსე ტრიბუნების და შესანიშნავი ატმოსფეროს იმედიც.

გიორგი კოხრეიძე? მართალია, ბოლო მატჩებში ის ძირითად შემადგენლობაში არ გახლდათ, თუმცა მისი ვარჯიშით კმაყოფილი ვარ, დღეს ფიზიკურად უკეთესად გამოიყურება და არ გამოვრიცხავ ხვალინდელი მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყოს", - ამბობს დირკ შუსტერი.

ქუთაისის ტორპედომ კვიპროსში მინიმალური სხვაობით (0:1) წააგო. საშინაო მატჩს 31 ივლისს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები