Belive

ლუკა გუგეშაშვილი საბერძნეთის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

18 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების მეკარე, ლუკა გუგეშაშვილი საბერძნეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

საბერძნეთის სუპერ ლიგის გასულ სათამაშო კვირაში, ატრომიტოსის შემადგენლობაში იჯარის წესით გადასულმა 26 წლის ქართველმა მეკარემ პანეტოლიკოსთან სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და საუკეთესოდ დასახელდა. ატრომიტოსმა 1:0 იმარჯვა, ლუკა გუგეშაშვილმა კი პენალტის მოგერიება და კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

ატრომიტოსი 23 ტურის შემდეგ 27 ქულით მერვე პოზიციაზეა და საჩემპიონო ჯგუფში მოსახვედრად ივბძვის.

სხვა სტატიები