Belive

"გოგამ დღეს გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა" - ორლანდო მეჯიქის მწვრთნელი

5 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ქართველმა კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ "ფილადელფია სიქსერსთან" მარჯვენა ბარძაყის ტრავმა მიიღო, მას შემდეგ იგი არც ვარჯიშზე გამოჩენილა და შესაძლოა მომდევნო შეხვედრა, რომელიც "ორლანდო მეჯიქმა" "მილუოკი ბაქსთან" უნდა გამართოს, გამოტოვოს (16 იანვარი).

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით გოგა ბითაძის დაბრუნების თარიღი უცნობია, მაგრამ თითქმის გადაწყვეტილია, რომ "მილოუკისთან" შეხვედრას გამოტოვებს.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ ორლანდოელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჯამალ მოსლიმ, ტრავმირებულ მოთამაშეებზე ისაუბრა და გოგა ბითაძის მდგომარეობასაც გაუსვა ხაზი:

გოგამ დღეს გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა, რადგან მას მენჯ-ბარძაყის ტრავმა აწუხებს. - ჯამალ მოსლი - "ორლანდო მეჯიქის" მთავარი მწვრთნელი

NBA-ს რეგულარული სეზონის წინა შეხვედრაში (13 იანვარი), სადაც "ორლანდომ მეჯიქმა" "ფილადელდია სიქსერსი" 104:99 დაამარცხა, გოგა ბითაძემ მხოლოდ პირველი ტაიმი ჩაატარა და 12:03 წუთი ითამაშა. მან ამ დროში 4 ქულა (3-დან 2 ორქულიანი), 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

სხვა სტატიები