Belive

გოგა ბითაძემ 5 წუთი ითამაშა | სანდრო მამუკელაშვილმა არცერთი

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მომდევნო მატჩები გაიმართა, სადაც "ორლანდო მეჯიქი" "მემფის გრიზლისთან" 124:111 დამარცხდა.

გოგა ბითაძემ შეხვედრაში 5:05 წუთი ითამაშა, რა დროშიც 2 ქულა (1-დან 1 ორქულიანი), 1 ბლოკი, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნა მიითვალა.

მატჩში 23 ქულით საუკეთესო იყო ფრანც ვაგნერი, სანტი ალდამას ჰქონდა 22 ქულა.

"ორლანდო მეჯიქი" 2 მოგებით და 1 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 29 ოქტომბერს, "ინდიანა პეისერსის" წინააღმდეგ გამართავს.

NBA-ს დასავლეთ კონფერენციაში სანდრო მამუკელაშვილის "სან ანტონიო სპურსმაც" ითამაშა, ქართველის გუნდმა "ჰიუსტონ როკეტსი" 109:106 დაამარცხა. სანდროს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

შეხვედრაში 29-29 ქულით საუკეთესოები იყვნენ ჯეილენ გრინი და ვიქტორ ვემბანიამა.

"სპურსს" 2 ტურის შემდეგ 1 მოგება, 1 მარცხი აქვს და მე-10 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას "სან ანტონიო" 29 ოქტომბერს, კვლავ "ჰიუსტონ როკეტსის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები