გოგა ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა | ორლანდო ნიქსთან დამარცხდა
5 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქი" "ნიუ იორკ ნიქსთან" 100:91 დამარცხდა.
გოგა ბითაძემ შეხვედრაში 24:50 წუთი ითამაშა, რა დროშიც 8 ქულა (7-დან 4 ორქულიანი), 11 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა.
მატჩში ყველაზე მეტი 32 ქულა მორიც ვაგნერმა ჩააგდო, 31 ქულა დააგროვა ჯეილენ ბრანსონმა, ხოლო დომინანტური ორმაგი დუბლი კარლ-ენტონი თაუნსმა გაიფორმა - 22 ქულა, 22 მოხსნა.
"ორლანდო მეჯიქი" აღმოსავლეთ კონფერენციაში 17 მოგებით და 11 მარცხით მე-4 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 20 დეკემბერს, "ოკლაჰომა სიტი თანდერის" წინააღმდეგ ჩაატარებს.