Belive

Goal-მა ევრო 2024-ის 14 გამორჩეული მოთამაშე დაასახელა - სიაში 3 ქართველია

5 თვის წინ ქართული სპორტი
4 წთ

14 ფეხბურთელი ევრო 2024-დან, რომელთა ფასიც ტურნირზე მონაწილეობის შემდეგ შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს, სტატიას Goal აქვეყნებს. 14 ფეხბურთელში სამი ქართველი მოთამაშე მოხვდა: ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე.

ევროპის ჩემპიონატი აძლევს მოთამაშეეებს შესაძლებლობას გამოავლინონ თავიანთი ნიჭი, რათა შემდეგ მისით კლუბები დაინტერესდნენ. ბევრმა მოთამაშემ მიიპყრო სხვადასხვა გუნდის ყურადღება და შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დიდი ტრანსფერებიც განხორციელდეს. ზოგიერთი მოთამაშისთვის ევროპის ჩემპიონატზე გაბრწყინება გარდაუვალი იყო, ზოგმა კი სახელი სწორედ აღნიშნული ტურნირით გაითქვა.

ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიაზე დიდი იმედები მყარდებოდა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოსთვის ისტორიაში პირველ დიდ ტურნირზე შესანიშნავად იასპარეზებდა და მან ქვეყანას იმედი არ გაუცრუა. შემტევმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ნაკრების წარმატებაში ჯგუფურ ეტაპზე და პორტუგალიასთან ადრეული გოლის წყალობით თავისი ქვეყანა 1/8-ფინალში გაიყვანა, ეს იყო გამაოგნებელი გამარჯვება.

"კვარადონას" საკლუბო დონეზე ჯერჯერობით გაურკვეველი მომავალი ელის, მისთვის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა, მისმა აგენტმა განაცხადა, რომ ფეხბურთელს "ნაპოლის" დატოვება სურს, ქართველით დაინტერესებულია "პარი სენ-ჟერმენი", მაგრამ უახლოესი ცნობების გათვალისწინებით ის შესაძლოა იტალიაში დარჩეს. რაც არ უნდა მოხდეს, მან თავის სატრანსფერო ღირებულებას გერმანიაში ზიანი არ მიაყენა.

გიორგი მამარდაშვილი

საქართველოს ევრო 2024 წლის ჩემპიონატის მეორე ვარსკვლავმა, გიორგი მამარდაშვილმა დაამტკიცა, რომ მსოფლიო დონის პოტენციალის მქონე მეკარეა. მიუხედავად იმისა, რომ მან სხვაზე მეტი გოლი გაუშვა, მან ასევე ორჯერ მეტი სეივი გააკეთა და ტურნირზე შესანიშნავი სტატისტიკა გაიფორმა.

"ვალენსიის" ამჟამინდელი ნომერ პირველი მეკარე სატრანსფერო ფანჯარაზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია, აღსანიშნავია, რომ ქართველით დაინტერესებულია: "ჩელსი", "ლივერპული" და "ნიუკასლი", მაგრამ ჯერ კიდევ გასარკვევია თუ რა ეღირება ქართველი მეკარე, დაახლოებით მისი ღირებულება 35-85 მილიონი ფუნტის ფარგლებში იქნება (45-109 მილიონი დოლარი).

გიორგი მიქაუტაძე

მესამე ქართველი ვარსკვლავი, რომელიც ამ სიაში მოხვდა, გიორგი მიქაუტაძეა, ის დარწმუნებულია, რომ ამ ზაფხულს "მეცს" დატოვებს, მას შემდეგ რაც ისინი ლიგა 2-ში დაქვეითდნენ. "აიაქსში" წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, ის ფრანგულ კლუბში დაბრუნდა და შესანიშნავად ითამაშა. "მეცმა" ის სასწრაფოდ უნდა გაყიდოს, რადგან ფეხბურთელმა, რომელმაც ევრო 2024-ზე გაიბრწყინა გუნდი მისი გაყიდვით ძალიან დიდ მოგებას უნდა ელოდოს.

GOAL-ის მიერ გამოქვეყნებულ სიაში, გიორგი მიქაუტაძე ტურნირის პოტენციური გამორჩეული ვარსკვლავია, რომელიც თავდასხმაში ოსტატური და ყოვლისმომცველი თამაშით ოქროს ბუცისთვის რბოლაში კვლავ მონაწილეობს. ის ცენტრალური თავდამსხმელის ზონაში კარგად ტრიალებდა. გავრცელებული ინფორმაციით, "ვესტ-ჰემმა" მიქაუტაძის ტრანსფერზე შეთავაზება უკვე გააკეთა, მაგრამ მათი კონკურენტი ლიგა 1-ის "მონაკოა".

ქართველების გარდა სიაში მოხვდნენ: იაკა ბიოლი (სლოვენია), რიკარდო კალაფიორი (იტალია), მარკ გეჰი (ინგლისი), ფერდი კადიოღლუ (თურქეთი), მაქსიმილიან მიტელსტანდი (გერმანია), დან ნდოიე (შვეიცერია), დანი ოლმო (ესპანეთი), ფაბიან რუისი (ესპანეთი), ნიკოლას სეივალდი (ავსტრია), ხავი სიმონსი (ნიდერლანდები), ნიკო უილიამსი (ესპანეთი).

სხვა სტატიები