ტოპ 5 ლიგის სიმბოლურ გუნდში: ბუდუ ზივზივაძის მორიგი აღიარება
2 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდი, ბუდუ ზივზივაძე ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის გასული სათამაშო კვირის საუკეთესო გუნდში მოხვდა.
ევროპის საუკეთესო ლიგების გასული ტურის გამორჩეულ ფეხბურთელებს შორის "ჰაიდენჰაიმის" ორი ფეხბურთელი, გუნდის კაპიტანი, პატრიკ მაინკა და ბუდუ ზივზივაძე მოხვდნენ.
31 წლის ფეხბურთელმა პრინციპულ მატჩში "ჰოლშტაინ კილს" გოლი გაუტანა, საგოლე პასი გააკეთა და გუნდს გამარჯვებაში (3:1) დაეხმარა.
Whoscored-ის ვერსიით შედგენილ გუნდში ბუდუ ზივზივაძე ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავებთან ერთად მოხვდა.
"ჰაიდენჰაიმს" 26 ტურის შემდეგ 19 ქულა აქვს დაგროვებული და მე-17 პოზიციას იკავებს, მე-16 ადგილზე მყოფ "ბოხუმთან" ჩამორჩენა მინიმალურია.
