Belive

ვილი სანიოლი: "მეორე ტაიმში მონდომება გვაკლდა"

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებმა, ამხანაგურ შეხვედრაში, ფარერის კუნძულების ნაკრები დაამარცხა (1:0). მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ფარერის კუნძულებთან გამარჯვებაზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

გუნდმა პირველ ტაიმში დავალებები კარგად შეასრულა, სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ მეორე გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. მეორე ნახევარში მონდომება დაგვაკლდა, ფეხბურთელებში უფრო ემოციებმა იმძლავრა - პირველად შეკრებილი გუნდისთვის ეს ბუნებრივი იყო.

არის მოთამაშეთა გარკვეუული ჯგუფი, რომლებსაც ერთად არ უთამაშიათ და დღეს კარგი შეხვედრა არ გამოუვიდათ. არიან ისეთებიც, რომლებსაც სექტემბერშიც გამოვიძახებ.

წინასწარ ვერ ვიტყვი, სექტემბერში ვის მოვიწვევთ, რადგან ეს მოთამაშეთა ფორმაზე იქნება დამოკიდებული. ვფიქრობ, დღეს საბა ლობჟანიიძე საუკეთესო იყო.

ნიკა გაგნიძე ფიზიკურად ძალიან კარგად არის მომზადებული და ბევრს მოძრაობს. ის სწორ გზას ადგას და კიდევ უნდა მოუმატოს. ლოჩოშვილს ზოგჯერ ცენტრალურ მცველად ვიყენებთ, ზოგჯერ მარცხნივ, დღეს შესანიშნავად ითამაშა. - ამბობს ვილი სანიოლი

საქართველომ ფარერებს ისტორიაში მესამე შეხვედრა მოუგო (3-დან). მომდევნო ამხანაგური მატჩი 8 ივნისს, კაპე ვერდეს წინააღმდეგ გველოდება.

სხვა სტატიები