Belive

გიორგი წიტაიშვილის გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების გარემარბის, გიორგი წიტაიშვილის გუნდს, "გრანადას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.

სეზონის არც ისე დამაჯერებელი დასაწყისის შემდეგ, ანდალუსიელებმა გუნდის მთავარი მწვრთნელის, გილერმე აბასკალის გათავისუფლება გადაწყვიტეს, მის ნაცვლად კი ამ პოზიციაზე გამოცდილი ფრან ესკრიბა დაინიშნა.

ფრან ესკრიბამ გუნდთან კონტრაქტი 2024/25 წლების სეზონის ჩათვლით გააფორმა, ლა ლიგა 2-დან ლა ლიგაში გადასვლის შემთხვევაში კი მისი ხელშეკრულება გახანგრძლივდება.

წლების განმავლობაში, ფრან ესკრიბა გამოცდილი სპეციალისტის, კიკე სანჩეს ფლორესის ასისტენტად მუშაობდა და მისი თანაშემწის ფუნქციებს ისეთ გუნდებში ასრულებდა, როგორიც "ვალენსია", "ხეტაფე", ლისაბონის "ბენფიკა" და მადრიდის "ატლეტიკოა. 2012 წლიდან მან დამოუკიდებელი სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო და "ელჩეს", "ხეტაფეს", "ვილიარეალს", ვიგოს "სელტასა" და "რეალ სარაგოსას" უხელმძღვანელა.

"გრანადას", რომელსაც ზედიზედ 3 ფრე აქვს ნათამაშები, ლა ლიგა 2-ის ახალ სეზონში, სატურნირო ცხრილში მე-16 პოზიცია უჭირავს და შემდეგ მატჩს ანდალუსიურ დერბიში "მალაგასთან" გამართავს.

სხვა სტატიები