გიორგი შერმადინმა ტენერიფესთან კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა
1 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
გიორგი შერმადინმა ტენერიფესთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა. ქართველი კალათბურთელი ესპანურ კლუბში კიდევ 2 წლით დარჩება, ანუ 2026/27 წლის სეზონის ბოლომდე.
ქართველი ცენტრი გასულ სეზონში League Endesa-ს მეორე საუკეთესო გუნდში მოხვდა და ის საშუალოდ 11.9 ქულას, 4.6 მოხსნას აგროვებდა. მას ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მეტი თვის და კვირის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო აქვს მოგებული.
მინდა გუნდს კვლავ დავეხმარო, ჩემი ოჯახი ძალიან ბედნიერია ამ კუნძულზე და მინდა კვლავ ვითამაშო და მეტი გამარჯვება მოვიპოვოთ, რადგან კიდევ უფრო დიდ წარმატებას მივაღწიოთ. ჩვენ ძალიან კარგი სეზონი გვაქვს, განსაკუთრებით ACB-ში. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის, რომლებიც ყოველთვის გვერდით გვიდგანან. იმედი მაქვს, ისინი მომავალ წელსაც გააგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას. - გიორგი შერმადინი
VIDEO | @gioshermadini: "Muy contento de seguir vinculado a este proyecto".
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) July 4, 2025
🎙️"Quiero seguir ayudando al equipo a sumar triunfos y nuevos éxitos".
💛🖤 #VamosCanarias #VamosAHacerRuido #TalentoConfirmado pic.twitter.com/mowoXuZALG