გიორგი შერმადინის მორიგი კარგი მატჩი | ტენერიფემ გაიმარჯვა
3 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ესპანეთის ACB ლიგის 25-ე ტურის შეხვედრაში "ტენერიფემ" "ბასკეტ სარაგოსა" 89:93 დაამარცხა.
გიორგი შერმადინმა მატჩში 30:43 წუთი ითამაშა, რა დროშიც 16 ქულა (8-დან 5 ორქულიანი, 6-დან 6 საჯარიმო), 9 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
მატჩში ყველაზე მეტი 23 ქულა დევიდ კრამერმა ჩააგდო, 21-21 ქულა ჩააგდეს ტრეი ბელ-ჰეინესმა და მარკო სპისუმ.
"ტენერიფე" ACB ლიგის ცხრილში 40 ქულით მე-2 პოზიციაზეა (20 მოგება, 5 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 6 აპრილს, 15:00 საათზე "გრანადას" წინააღმდეგ გამართავს.
¡¡ Otra más !! ¡¡ Increíble !!
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) March 29, 2025
Nueve de nueve en MARZO ‼️
💛🖤 #VamosCanarias #LaLagunaTenerife #SeLlevaDentro pic.twitter.com/FoO1JFlhyz