Belive

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა | შერმადინი სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ლენოვო ტენერიფეს ცენტრი, გიორგი შერმადინი, საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.

გიორგი შერმადინს 28 ოქტომბერს, თურქულ თოფაშთან ეფექტური თამაში დაუფასდა, სადაც 10 ქულის, 11 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო - შერმადინი პარკეტზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო და ტენერიფეს გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

ლეგენდარულმა ცენტრმა თოფაშთან ჩვეული ეფექტიანობით გამოიჩინა თავი. შერმადგინმა 7-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, 10 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა და ორივე გუნდში საუკეთესო მარგი ქმედების კოეფიციენტი (20) დააგროვა.

ტენერიფე საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მატჩს კვლავ თოფაშის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 12 ნოემბერს, ესპანეთში შედგება.

სხვა სტატიები