Belive

გიორგი შერმადინი 26-ე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის (Liga Endesa) 26-ე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ქართველმა კალათბურთელმა MVP-ის ჯილდო მიმდინარე სეზონში მეორედ მოიგო, ის საუკეთესოდ 24-ე ტურშიც დაასახელეს.

36 წლის ქართველი ცენტრი "გრანადასთან" მოგებულ შეხვედრაში (95:87) გამორჩეული იყო, მას 31:13 წუთში 19 ქულა (9-დან 8 ორქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო), 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჰქონდა. გიორგიზე ერთით მეტი ქულა დააგროვა სემ გრიფინმა.

ეს ტიტული ქართველი კალათბურთელის კარიერაში 24-ეა, რაც თავისივე რეკორდის გაუმჯობესებაა. ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშის რეკორდი არვიდას საბონისს და ლუ როს ეკუთვნოდათ, მათ 19-19-ჯერ აქვთ აღნიშნული ტიტული მოგებული, გიორგი შერმადინს კი უკვე 5-ით მეტი აქვს.

სხვა სტატიები