გიორგი ქვილითაიას დუბლით არისმა ომონია დაამარცხა
2 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
კვიპროსის ჩემპიონატის მე-6 ტურის შეხვედრაში "არისი" "ომონიას" დაუპირისპირდა და გიორგი ქვილითაიას დუბლის წყალობით ლიმასოლის გუნდმა 2:0 გაიმარჯვა.
ქართველმა ფეხბურთელმა პირველი გოლი 25-ე წუთზე გაიტანა, დუბლი კი პენალტის ნიშნულიდან 58-ე წუთზე გაიფორმა.
"არისი" 6 ტურის შემდეგ წაუგებლად ასპარეზობს - 4 მოგება, 2 ფრე და 14 ქულა. ქვილითაიას გუნდი ამ მაჩვენებლით მეორე პოზიციაზეა. ქართველ ფორვარდს მიმდინარე სეზონში უკვე 4 გოლი აქვს.