გიორგი ქვილითაია კვიპროსში თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი ქვილითაია კვიპროსის ჩემპიონატში თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
Copybet-მა ქართველ ფეხბურთელს სექტემბრის თვის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი ჯილდო "არის ლიმასოლის" ვარჯიშზე გადასცა.
გიორგი ქვილითაიამ სექტემბრის თვეში "არისის" მიერ გამართულ სამივე მატჩში ძირითადი შემადგენლობიდან ითამაშა, გოლის გატანა მოახერხა, გუნდმა კი თავი 5 ქულას მოუყარა.
ახალ სეზონში, გიორგი ქვილითაიას აქტივში 5 გატანილი გოლია, რითაც ჩემპიონატის თანაბომბარდირია, ხოლო ლიმასოლური გუნდს წაგება არ აქვს და მეორე ადგილს იკავებს, ჩემპიონატის ლიდერ "პაფოსთან" ჩამორჩენა 2 ქულაა.