Belive

გიორგი ქოჩორაშვილი ლევანტეს განაცხადში დაბრუნდა

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი "ლევანტეს" განაცხადში დაბრუნდა. ეს ინფორმაცია თავად გუნდის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა, რომელმაც ლა ლიგა 2-ის 29-ე ტურში, "რეალ ოვიედოსთან" სტუმრად ჩასატარებელი მატჩისწინა განაცხადი გამოაქვეყნა.

24 წლის ფეხბურთელმა 2023 წლის 9 დეკემბერს ხიხონის "სპორტიგთან" სტუმრად გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია. ქართველმა ნახევარმცველმა ვარჯიში რამდენიმე დღის წინ განაახლა, ახლა კი გუნდის განაცხადში დაბრუნდა.

"ლევანტე" 27 ჩატარებული მატჩის შემდეგ დაგროვებული 39 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს, პლეი-ოფის ზონას კი 4 ქულით ჩამორჩება. ქართველის გუნდს უახლოეს მეტოქეებთან შედარებით ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული. "რეალ ოვიედოს" "ლევანტე" სტუმრად 2 მარტს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები