Belive

150 მილიონი კვარას სანაცვლოდ: დამატებითი პუნქტი ახალ კონტრაქტში

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ იტალიურ მედიაში საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება. Il matino-ის ინფორმაციით, "ნაპოლის" პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი კვარასთვის შესათავაზებელი ახალი კონტრაქტის პირობების განახლებას აპირებს.

კონკრეტულად, საქმე ისაა, რომ ნეაპოლელები 23 წლის ქართველი ფეხბურთელისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას რამდენიმე თვეა აპირებენ. ცნობილია ისიც, რომ განახლებული კონტრაქტი მას გაუმჯობესებულ ფინანსურ პირობებსაც სთავაზობს, ახლა კი საუბარი კიდევ ერთი პუნქტის დამატებაზე მიმდინარეობს. კერძოდ, აქ საუბარი გამოსასყიდი თანხის დამატებაზეა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მომავალში, იტალიის მოქმედი ჩემპიონიდან ხვიჩა კვარაცხელიას დამატებას რომელიმე გუნდი შეეცდება, მათ 150 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

ხვიჩა კვარაცხელიას 2023/24 წლების სეზონში, "ნაპოლის" შემადგენლობაში ჩატარებულ 39 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე გადაცემა გაკეთებული.

სხვა სტატიები