Belive

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგა 2-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ლევანტეს" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა 2024/25 წლების საფეხბურთო სეზონი კარგად დაიწყო. მან ლა ლიგა 2-ის საწყის ტურში ხიხონის "სპორტინგთან" საჯარიმო დარტყმიდან გოლის გატანა მოახერხა, მისმა გუნდმა გამარჯვება იზეიმა და სეზონი 3 ქულით დაიწყო.

ქოჩორაშვილის მიერ გატანილი ჯარიმა ლა ლიგა 2-მა სათამაშო კვირის ხუთ საუკეთესო გოლს შორის მოახვედრა, ახლა კი ის ტურის სიმბოლურ გუნდშიც შეიყვანა.

ქართველი ფეხბურთელი ერთადერთია თავისი გუნდის შემადგენლობაში, რომელიც ტურის რჩეულ მოთამაშეთა შორის მოხვდა.

"ლევანტე" შემდეგ მატჩს "კადისთან", 24 აგვისტოს, საშინაო კედლებში გამართავს.

სხვა სტატიები