Belive

გიორგი ქოჩორაშვილი ბრუნდება: ქართველი სევილიას ოსასუნასთან დაეხმარება

10 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი მოედანს მალე დაუბრუნდება.

27 წლის ფეხბურთელმა მადრიდის რეალთან მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, ის განაცხადში ლევანტესთან შეხვედრაში მიღებული დაზიანების გამო ვერ მოხვდა.

ქართველმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა და უახლოეს მატჩში, ლა ლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში ოსასუნასთან სათამაშოდ მზად იქნება.

9 ტურის შემდეგ 11 ქულით გიორგი ქოჩორაშვილის სევილია ლა ლიგაში 14 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები