Belive

გიორგი მიქაუტაძის დუბლით ლიონმა ოსერთან ფრე ითამაშა

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-9 ტურის შეხვედრაში "ლიონმა" "ოსერს" უმასპინძლა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. ორივე გოლი ქართველმა ფორვარდმა, გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა, პირველი გოლის ეპიზოდში, ჟორჟმა პენალტი მოიპოვა, შემდეგ კი ზუსტად დაარტყა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. მეორე გოლი 62-ე წუთზე გაიტანა. "ლიონი" ორჯერ იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.

გიორგი მიქაუტაძემ თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 78-ე წუთზე შეიცვალა, მან Sofascore-ს მიხედვით საუკეთესო შეფასება 9.1 დაიმსახურა. ჟორჟმა კარში სულ 3-ჯერ დაარტყა და როგორც უკვე გითხარით ორი გოლად გარდაქმნა, ერთხელ დარტყმული დაუბლოკეს, ბურთს 28-ჯერ შეეხო, 17 გადაცემა გააკეთა და ზუსტი 12 იყო (71%), 8 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 5-ში გამარჯვებული დარჩა.

Whoscored-მა ქართველ ფეხბურთელს 8.6 შეფასება დაუწერა.

"ლიონს" 9 ტურის შემდეგ 14 ქულა აქვს (4 მოგება, 2 ფრე, 3 მარცხი) და მე-7 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 2 ნოემბერს, 00:00 საათზე "ლილის" წინააღმდეგ გამართავს.

გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები