Belive

გიორგი მიქაუტაძე: "მადლობა მწვრთნელო ყველაფრისთვის"

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე "ლიონში" მთავარი მწვრთნელის შეცვლას ეხმაურება და პიერ საჟს მადლობას უხდის.

"მადლობა ყველაფრისთვის მწვრთნელო. ნამდვილი ენთუზიასტი, რომელიც ფეხბურთელებთან ახლოსაა და ყოველთვის სიმართლეს ლაპარაკობს. ის "ლიონისთვის" ყველაფერს აკეთებს", - ამბობს გიორგი მიქაუტაძე.

ქართველი ფეხბურთელი პიერ საჟის მთავარი მწვრთნელობის დროს "ლიონმა" 18.50 მილიონ ევროდ დაიმატა, მას შემდეგ, ქართველმა 27 მატჩში მონაწილეობა მიიღო, 8 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები