Belive

2 ქართველი ფეხბურთელი საფრანგეთის ლიგა 1-ის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-9 ტური ქართული ფეხბურთისთვის შესანიშნავი გამოდგა. გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი აღნიშნული ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ, სტატისტიკას Sofascore აქვეყნებს. ორივე შემტევმა დუბლი შეასრულა,ზურიკომ "ანჟეს" გაუტანა ორი გოლი, ხოლო გიორგიმ "ოსერს".

სრულად Sofascore-ს საუკეთესო თერთმეტეული ასე გამოიყურება:

მეკარე: დონოვან ლეონი ("ოსერი") - 8.5

მცველები: სინალი დიომანდე ("ოსერი") - 8.2, დუიე კალეტა-ჩარი ("ლიონი") - 8.1, ჯიბრილ სიდიბე ("ტულუზა") - 8.3

ნახევარმცველები: ზურიკო დავითაშვილი ("სენტ ეტიენი") - 7.8, ჟოაო ნევეში ("პსჟ") - 8.4, ანდრეი სანტოსი ("სტრასბურგი") - 8.5, დილან ბაკვა ("სტრასბურგი") - 9.0

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე ("ლიონი") - 9.0, ჯოშუა კინგი ("ტულუზა") - 8.5, ზაქარია აბუხლალი ("ტულუზა") - 9.5

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-9 ტურის სიმბოლური გუნდი

სხვა სტატიები