გიორგი მიქაუტაძემ ლიონის ვარჯიში გამოტოვა
3 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
გიორგი მიქაუტაძემ "ლიონის" ვარჯიში გამოტოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება, სადაც ვარაუდობენ, რომ ქართველ ფეხბურთელს მცირე ტრავმა აქვს.
"ოსერთან" მატჩის შემდეგ, რომელშიც ქართველმა ახალ გუნდში თავისი სადებიუტო გოლები გაიტანა, ლიონის "ოლიმპიკი" მზადებას "ლილთან" შეხვედრისთვის აგრძელებს. ამ პერიოდში, გუნდს ერთ-ერთ ვარჯიშზე გიორგი მიქაუტაძე ვერ დაეხმარა.
23 წლის თავდამსხმელის მიერ ვარჯიშის გამოტოვების მიზეზები "ლიონის" მხრიდან ცნობილი არ არის, მაგრამ როგორც მედიაში ვარაუდობენ, ქართველ ცენტრალურ ფორვარდს მცირე დაზიანების გამო დასვენების შესაძლებლობა მიეცა.
გიორგი მიქაუტაძის გუნდს ლიგა 1-ში 14 ქულა აქვს, მეშვიდე პოზიციას იკავებს და ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ჩამორჩენა 3-ქულიანია. "ლილთან" სტუმრად ჩასატარებელი შეხვედრა 2 ნოემბერს შედგება.