Belive

"ლიონის 5 ფეხბურთელი, რომელიც გუნდს შეიცვლის" - givemesport მიქაუტაძეზე წერს

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პოპულარული ბრიტანული მედია საშუალება Givemesport გიორგი მიქაუტაძის პოტენციური ტრანსფერის შესახებ საუბრობს.

კონკრეტულად, საქმე ეხება ქართველი ფეხბურთელის ლიონის ოლიმპიკიდან ახალ გუნდში გადასვლას იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება უცვლელი დარჩება და ქართველის გუნდი ლიგა 2-ში დაქვეითდება.

სტატიაში საუბარი იმ ხუთ ფეხბურთელზეა, რომელიც ლიონის ლიგა 2-ში დაქვეითების შემთხვევაში გუნდს შეიცვლის, 24 წლის ქართველ ფეხბურთელთან ერთად აინსლი მაიტლენდ-ნაისლი, კორენტინ ტოლისო, ლუკას პერი და მალიკ ფოფანა არიან.

"შარშან ზაფხულში, ლიონის საქმეში ჩართვის გარეშე, გიორგი მიქაუტაძე ახლა მონაკოში ითამაშებდა. ლიონის ოლიმპიკის აკადემიაში აღზრდილ ფეხბურთელს მთავარ გუნდში თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია, კარიერა მეცში გააგრძელა და თანაც ძალიან დიდი წარმატებით. 2023 წელს მიქაუტაძე აიაქსში გადაბარგდა და იქ სირთულეებს წააყწდა, მერე კი მეცში დაბრუნდა", - წერს givemesport.

გიორგი მიქაუტაძე ქართველ ფეხბურთელს გასულ სეზონში ლიონის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 47 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი და 11 საგოლე პასი გაკეთებული, ამ პერიოდში საქართველოს ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით კი უკვე მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 20 გოლის მაჩვენებელს გადააბიჯა.

სხვა სტატიები