გიორგი მიქაუტაძის შეფასება ბრესტის წინააღმდეგ
საფრანგეთის ლიგა 1-ის 24-ე ტურის შეხვედრაში "ლიონმა" "ბრესტი" 2:1 დაამარცხა.
გიორგი მიქაუტაძემ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, Sofascore-მა ქართველ ფორვარდს 6.3 შეფასება დაუწერა, ჟორჟი ბურთს 44-ჯერ შეეხო, 28 გადაცემიდან 23 ზუსტად შეასრულა, თითო-თითოჯერ კარში და კარისკენ დაარტყა, 8 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 2-ში გაიმარჯვა.
👊 𝗩𝗜𝗖𝗧𝗢𝗢𝗢𝗜𝗜𝗜𝗥𝗘 🔥
— Olympique Lyonnais (@OL) March 2, 2025
Grâce à un doublé d'Alex Lacazette, sur deux services de Rayan Cherki, nos Gones l'emportent et décrochent les trois points 💥
Let's goooo ! ✊
2-1 #OLSB29 pic.twitter.com/9V2rV0RxFS
"ლიონი" საფრანგეთის ლიგა 1-ის ცხრილში 39 ქულით მე-6 პოზიციაზეა (11 მოგება, 6 ფრე, 7 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი ევროპა ლიგის ეგიდით ჩაატარებს, ლიონელები 1/8-ფინალში რუმინულ FCSB-ს დაუპირისპირდებიან. მატჩი 6 მარტს, 21:45 საათზე დაიწყება.
გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონის ყველა მატჩში 10 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს.