რობერტ პირესი: "კვარას ტრანსფერი პსჟ-სთვის დამატებითი ღირებულების მოტანას ნიშნავს"
2 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ლონდონის "არსენალისა" და საფრანგეთის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, რობერტ პირესმა, ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ-ში" ტრანსფერის და ბრედლი ბარკოლასთან კონკურენციის შესახებ ისაუბრა.
"ბარკოლას სათამაშო დრო სჭირდება, ეს ადვილი არ არის, რთულიც კია. ბარკოლა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მას მართვა სჭირდება. როცა მიყოლებით ბევრი მატჩის თამაში გიწევს, იღლები. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ეს მარტივი არ არის, მან თან უნდა ითამაშოს და თან ძალების აღსადგენად დრო მიიღოს. ეს მწვრთნელების საქმეა და არ ვიცი, ამას რამდენად სწორად აკეთებენ ბარკოლას შემთხვევაში, რადგან ის ახლა უამრავი მატჩის მიყოლებით ჩატარების გამო ფიზიკურ გადაღლას გრძნობს. ის გუნდში წინა წელს, 20 წლის ასაკში ჩავიდა და ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე ამ დატვირთვით თამაში მოუწია, რასაც ნაკრებში გამოძახება ემატება, ეს ამ ასაკში მარტივი არ არის.
შეიძლება თუ არა კვარაცხელიას მოსვლამ მას ხელი შეუშალოს? ეს მარტივი არ იქნება, რთულიც კი შეიძლება გამოდგეს.
ასეთი რამ "არსენალში" გამოვცადე, როცა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს არსენ ვენგერმა "სევილიას" აღზრდილი ხოსე ანტონიო რეიესი დაიმატა.
ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია, რომ ახსნას, თუ რატომ აპირებს კონკრეტული ფეხბურთელის დამატებას, თუ ამას აკეთებენ ეს ნიშნავს, რომ გუნდისთვის დამატებითი ღირებულების შეძენა სურთ", - ამბობს რობერტ პირესი.
ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი "პსჟ-ში" 25 იანვარს, "რეიმსთან", ლიგა 1-ის ეგიდით გასამართ მატჩში იგეგმება.