Belive

გიორგი მიქაუტაძე: "მეცი ყოველთვის ჩემს გულში დარჩება, მადლობა"

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით "მეცს" და გულშემატკივარს მადლობას უხდის და წარმატებას უსურვებს.

"დადგა დრო, რომ "მეცს" დავემშვიდობო.

ეს გუნდი ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება.

უკვე გითხარით, რომ ფრანგული ფეხბურთის ამ დიდი სახელის ქომაგობით შეგიძლიათ იმაყაოთ.

ვერასდროს გამოვხატავ მადლიერებას ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ამ გუნდს ქმნის. ყველაზე დიდს, მთელი ქვეყნის აღმოსავლეთში.

განსაკუთრებული მადლობა მინდა ბატონ კარლო მოლინარს და ბერნარ სერინს გადავუხადო, ისევე როგორც მთელ ხელმძღვანელობას.

გუნდის ყველა ფეხბურთელსა თუ მწვრთნელს, პერსონალის ყველა წევრს, რომლებიც ხშირად, ოფისებში და სხვადასხვა სერვისებში მუშაობენ, რათა გუნდის წარმატება მოიტანონ, ყველა ვისთანაც ოდესმე მიმუშავია, არასდროს დაგივიწყებთ.

მადლობელი ვარ ყველა ჩემი თანაგუნდელის, რომლებისგანაც გასულ წლებში უამრავი რამ ვისწავლე.

რა თქმა უნდა, მადლობა თქვენ, გულშემატკივრებს, რომლებიც გუნდის სულს წარმოადგენთ. ამ ქალაქის გული, ენთუზიაზმით გაჯერებული "მეცია", ნამდვილი დნმ. განაგრძეთ წინსვლა. იმის მიუხედავად, რომ აქ არ დავბადებულვარ, როგორც თქვენიანი ისე მიმიღეთ და ამის გამო ყოველთვის მადლობელი ვიქნები.

სამუდამოდ თქვენი, მეფე გიორგი მიქაუტაძე!", - წერს ქართველი ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.
View this post on Instagram

A post shared by Georges Mikautadze🇬🇪 (@georgesmkd)

უახლესი ინფორმაციების მიხედვით, 23 წლის ფეხბურთელის შემდეგი გუნდი ფრანგული ფეხბურთის გრანდი ლიონის "ოლიმპიკი" იქნება. ტრანსფერი მალე ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.

სხვა სტატიები