"განსხვავებული დონის ნაკრებების დაპირისპირება" - რას წერენ სომეხი გულშემატკივრები?!
UEFA-ს ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთი გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა.
"დინამო არენაზე" გამართული მატჩი, "ჯვაროსნების" სრული დომინაციით წარიმართა და საბოლოოდ, 6:1 დასრულდა. ორი შეხვედრის ჯამში, საქართველომ სომხეთი 9:1 დაამარცხა და B-დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხდლია დასახელდა, რომელმაც თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. აღსანისნავია, რომ Sofascore-მ და Whoscored-მა კვარაცხელიას თამაში უმაღლესი ქუით (10) შეაფასა. დუბლი და საგოლე გადაცემა მიითვალა გიორგი მიქაუტაძემ. ხოლო გიორგი ჩაკვეტაძემ და ოთარ კიტეიშვილმა 1-1 გოლი გაიტანეს. ერთი გოლი კი ავტოგოლად ჩაითვალა.
მატჩის დასრულების შემდეგ, სომეხი გულშემატკივრები იმედგაცრუებას ვერ მალავენ და სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ორი განსხვავებული დონის ნაკრების დაპირისპირება შედგა:
საქართველოს ნაკრებს კარგი შანსი აქვს, რომ მსოფლიო ჩემიონატზე ითამაშოს. მიქაუტაძესა და კვარაცხელიას უტრავმო სეზონს ვუსურვებ. ბოლოს და ბოლოს ჩვენ ხომ ჰაიტის ნაკრებთან არ წაგვივია.
ეს იყო უბრალოდ სხვადასხვა დონის ნაკრებების დაპირისპირება.
საქართველოს ჰყავს გუნდი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ოთამაშა. რა გასაკვირია, რომ სომხეთი ამ ნაკრებთან განადგურდა?!
საბრალო გუნდი, საბრალო სამწვრთნელო შტაბი
სწორედ ეს ხდება, როდესაც გუნდში არ გყავს ახალგაზრდა, თამაშს მოწყურებული ტალანტები
შეიძლება ამ თამაშის გაუქმება? მეტს ვეღარ ავიტან.