გიორგი მიქაუტაძე ლიონის თვის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძვის
3 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრებისა და "ლიონის" თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე, გუნდის, თვის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძვის.
2024 წლის დეკემბრის თვეში, საუკეთესო ფეხბურთელობისთვის ბრძოლაში, 24 წლის ქართველი ცენტრალური ფორვარდის კონკურენტები, რაიან შერკი და ნიკოლას ტალიაფიკო არიან.
ქართველი ფეხბურთელისათვის ხმის მიცემა მითითებულ ბმულზე გადასვლითაა შესაძლებელი.
დეკემბრის თვეში გიორგი მიქაუტაძემ "ლიონის" შემადგენლობაში ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლის გატანა მოახერხა, მისმა გუნდმა კი ოთხი შეხვედრა მოიგო.
ქართველი ფეხბურთელის აქტივში, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩში 7 გატანილი გოლი და 1 საგოლე პასია.