ჰაიდენჰაიმის მწვრთნელი: "ბუდუ ამ კვირაში დაბრუნდება"
7 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
"ჰაიდენჰაიმის" მთავარი მწვრთნელი, ფრანკ შმიდტი საქართველოს ნაკრებისა და თავისი გუნდის ცენტრალური ფორვარდის, ბუდუ ზივზივაძის მოედანზე დაბრუნების შესახებ საუბრობს.
"ბუდუ ზივზივაძე კვირის შუაში დაგვიბრუნდება. ახლა კიდევ ორი ვარჯიში გველის და თუ არაფერი შეიცვალა, ბუდუ შემდეგ მატჩში აუცილებლად ითამაშებს. ვფიქრობ, "ჰაიდენჰაიმში" მის დაბრუნებას ყველა მოუთმენლად ელის", - ამბობს ფრანკ შმიდტი.
ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის ბუნდესლიგაში გადასვლის შემდეგ, "ჰაიდენჰაიმის" შემადგენლობაში 12 მატჩში 2 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. ამ სეზონში, "კარლსრუესა" და "ჰაიდენჰაიმის" შემადგენლობაში 31 წლის ქართველ ფორვარდს სულ 34-ჯერ აქვს ნათამაშები, 16 გოლი გატანილი და 7 საგოლე პასი გაკეთებული.
"ჰაიდენჰაიმი" ბუნდესლიგის 32-ე ტურში, უშუალო კონკურენტ "ბოხუმს" 2 მაისს, საშინაო კედლებში შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.