Belive

გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

3 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ლიონის" თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ის მე-15 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

24 წლის თავდამსხმელმა "პსჟ-სთან" მატჩში ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა გატანილი გოლით აღნიშნა, რაც მას ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა დაუფასა და სათამაშო კვირის საუკეთესო თერთმეტეულში შეიყვანა.

გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, "ლიონის" შემადგენლობიდან საუკეთესო გუნდში რაიან შერკი მოხვდა.

ქართველმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში მეოთხე გოლის გატანა მოახერხა, ხოლო ევროპა ლიგაზე მის აქტივში "ყარაბახთან" შესრულებული დუბლია. მას ამ სეზონში კიდევ ერთი საგოლე პასი აქვს გაკეთებული.

ლიონის "ოლიმპიკი" სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციას იკავებს და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის.

სხვა სტატიები