არნე სლოტი: "ტიტულზე ყველაზე ნაკლებად უნდა ვიფიქროთ"
3 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ლივერპულის მთავარი მწვრთნელი, არნე სლოტი, ინგლისის პრემიერ ლიგის მე-11 ტურში, მანჩესტერ სიტისთან წაგებული პრინციპული მატჩის (0:3) შემდეგ საუბრობს.
"კვირა კარგად დავიწყეთ, მაგრამ წარუმატებლად დავასრულეთ. მანჩესტერ სიტისთან სტუმრად თამაში ყველა გუნდისთვის რთული გამოწვევაა. გასულ სეზონში აქ სტანდარტული სიტუაციის დამსახურებით მოვიგეთ, დღეს კი მეტოქე უკეთესი გამოდგა. თამაშში დაბრუნება ვცადეთ, მომენტებიც შევქმენით, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა.
ბევრი წაგება დაგროვდა, მაგრამ შედეგებზე ნაკლებად უნდა ვიფიქროთ. ტიტულისთვის ბრძოლაზე ნაკლებად უნდა ვიფიქროთ, ახლა მერვე ადგილზე ვართ და ლიდერს 8 ქულით ჩამოვრჩებით", - ამბობს არნე სლოტი.
გიორგი მამარდაშვილმა მანჩესტერ სიტისთან მატჩში ერლინგ ჰოლანდის დარტყმული პენალტი მოიგერია, მაგრამ მეტოქემ 3 უპასუხო გოლის გატანა მაინც მოახერხა.
ლივერპულს ინგლისის პრემიერ ლიგაში მერვე ადგილი უკავია. სანაკრებო შესვენების შემდეგ, ლივერპული ნოტინგემ ფორესტს 22 ნოემბერს უმასპინძლებს.