გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
9 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ქართველი ფეხბურთელი Whoscored-მა სიმბოლურ თერთმეტეულში შეიყვანა
სტატისტიკური პლატფორმის, Whoscored-ის ვერსიით, საქართველოს ნაკრების და "მეცის" თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის 29 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
🇫🇷 Ligue 1 Team of the Week pic.twitter.com/5McgIqmnEf
— WhoScored.com (@WhoScored) April 15, 2024
23 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ფეხბურთელმა "ლანსთან" შეხვედრაში დუბლის შესრულება შეძლო და მისმა გუნდმა 2:1 იმარჯვა.
ამსტერდამული გრანდიდან დაბრუნების შემდეგ ქართველი თავდამსხმელი შესანიშნავ ფორმაშია და ზედიზედ ორ მატჩში დუბლის შესრულება მოახერხა, ხოლო მთლიანად მიმდინარე სეზონში, ლიგა 1-ში, 15 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
"მეცს" 29 მატჩის შემდეგ 26 ქულა აქვს მოგროვებული და სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილი უკავია.